ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარტიებში სიძლულვილის ენას ყველაზე ხშირად მიმართავდა „პატრიოთა ალიანსი” – MDF

მედიის განითარების ფონდმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, პარტიების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებაზეცაა საუბარი.

“პოლიტიკური პარტიებიდან, რომლებიც სიძლულვილის ენას ყველაზე ხშირად მიმართავდნენ, „პატრიოთა ალიანსი“ (157) ლიდერობს, რომელსაც თითქმის თანაბარი მაჩვენებლებით „ქართული დასი“ (41) და
„თავისუფალი საქართველო“ (40) მოსდევენ. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა 2018 წელს 27, ხოლო ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა 11 დისკრიმინაციული კომენტარი გააკეთეს. დისკრიმინაციული შინაარსის იყო „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი
საქართველოსთვის“ წევრების 26 განცხადება, რასაც შედარებით მცირე რაოდენობით „ლეიბორისტული
პარტიისა“ (8) და „ნეიტრალური სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენლები მოსდევენ (6)”, – ნათქვამია კვლევაში.

MDF-ის კვლევაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ყველაზე მეტი, ქსენოფობიური (162) განცახდება გაკეთდა, რომელიც თურქოფობიურ (68) და არმენოფობიურ (1) კომენტარებსაც მოიცავს. შემდეგ ადგილს ჰომოფობია (92) იკავებს,
რასაც ისლამოფობიური (22), რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული (13), სიძულვილის ენის შემცველი (18) და რასისტული (4) განცხადებები მოსდევს.

იტვირთბა....