„გაზპრომი“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლების გაზიფიცირებას აპირებს.
ამის შესახებ საუბარი სანქტ-პეტერბურგში, „გაზპრომის“ მმართველ ალექსეი მილიერისა და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ ანატოლი ბიბილოვის შეხვედრაზე შედგა.
„საუბარი შეეხო სამხრეთ ოსეთში ბუნებრივი აირის ექსპორტს. განვიხილეთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გაზიფიცირების პროექტის რეალიზაციის ვადები“, – ნათქვამია რუსული მედიის ინფორმაციაში.
ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით “პირველი არხი” ავცელებს.