დღეს თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე 1971 წელს დაბადებული ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ყოფილმა ქმარმა ჩაიდინა. მეზობლების ცნობით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ ყოფილ ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მკვლელობის მოტივს ოჯახის ახლობლები ვერ აკონკრეტებენ. მათი თქმით, ქალი საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფებოდა და ახალი დაბრუნებული იყო.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. .