საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის შეწყალების საქმესთნ დაკავშირებით საუბრისას, განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში ზურაბიშვილი თავად იყო უკმაყოფილო ამ გადაწყვეტილებით, რომელიც მოამზადეს და რომელსაც ის დაეთანხმა.
„რაც მთავარია, პრეზიდენტმა შემხვედრი პოზიცია გამოთქვა შეწყალების წესების შეცვლასთან დაკავშირებით. პარლამენტი მზად არის, ითანამშრომლოს მის აპარატთან ამასთან მიმართებით და დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს თავიდან ავიცილებთ. ეს უნდა მოხდეს ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობით და იმ კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც აქვთ ევროპულ სახელმწიფოებს.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებას „ქართული ოცნების“ მხრიდან საკმაოდ კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, თუმცა, რაც უნდა არ ვეთანხმებოდეთ ამ გადაწყვეტილებას, შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
„ვფიქრობთ, ამ დისკუსიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სახელისუფლებო შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის სისტემა არსებობს, პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას ერთმანეთთან აქვთ კონსტიტუციით გათვალისწინებული ურთიერთობები. პრეზიდენტი არის ზეპარტიული თანამდებობა და ამ შემთხვევაში ჩვენი პარტიის პოზიციები შეწყალებასთან დაკავშირებით იყო უარყოფითი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.