თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ძლიერი ქარის გამო ორ მამაკაცს ხე დაეცა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს , ორივე მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, შემდეგ კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა.
დღეს, თბილისში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ 25 შეტყობინება შევიდა. აქედან, მხოლოდ ერთ შემთხვევას მოჰყვა მოქალაქეების დაშავება.