ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენზე თავდასხმა, რუსეთზე თავდასხმაა” – ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში სამხედრო აღლუმზე გამოსვლის დროს განაცხადა, შემთხვევითი არ არის, რომ თბილისი უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების ხელმოწერისგან

დე ფაქტო რესპუბლიკა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დამოკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, “რესპუბლიკის დაფუძნების” 29-ე წლისთავს აღნიშნავს.

“სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებებით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია რუსეთზე თავდასხმის ტოლფასი იქნება. ჩვენი მტრები სამხრეთ ოსეთის მიწაზე ასე მარტივად ვერ ისეირნებენ, დღეს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გვაქვს ღირსეული პასუხი გავცეთ პოტენციულ აგრესორს”, – ამბობს ბიბილოვი.

იტვირთბა....