რუსთავში დაღუპული 19 წლის გოგონას ცხედარი სენაკში საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
როგორც გარდაცვლილის მამიდა ამბობს, გოგონას ცხვირის ძგიდის ოპერაცია რუსთავის კლინიკაში, უნდა ჩატარებოდა და ანესთეზიის გაკეთების შემდეგ, ის შეუძლოდ გახდა. სამწუხაროდ, ღამის 12 საათზე გოგონა გარდაიცვალა.
ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ეს მათი დაუდევრობის ბრალია. ახლობლები საგამოძიებო უწყებას მიმართავენ.