ახალი ამბები კრიმინალი მთავარი მსოფლიო

რუსეთში 432 “კანონიერი ქურდიდან” 242 ქართველია – რუსეთის შსს-ს სტატისტიკა

რუსეთის შს სამინისტრომ, უკრაინელი კოლეგების დახმარებით, საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც ე.წ. კანონიერ ქურდებს ეხება. რუსმა სამართალდამცველებმა აღწერეს კრიმინალური სამყაროს ლიდერები. მათი ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე სულ 432 აქტიური ე.წ. კანონიერი ქურდია. მათ შორის 318 თავისუფლებაზეა, 114 – პატიმრობაშია, ხოლო 19 ძებნილია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო crime russia ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 432 “კანონიერი ქურდიდან” უმეტესობა, 242 ქართველია. დანარჩენი რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, აფხაზი, ჩეჩენი და ებრაელია. თუმცა, ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.

რუსეთის შს სამინისტრომ ყველაზე გავლენიან, საშიშ და ამავდროულად მდიდარ “კანონიერ ქურდად” ვინმე ნადირ სალიფოვი დაასახელა – მეტსახელად “გული”. ის ამჟამად ძებნაშია და როგორც ირკვევა, ის ბიტკოინებითაა დაინტერესებული.

იტვირთბა....