„მიუხედავად იმისა, რომ NDI არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, ვფიქრობ, ბოლო წლებში ცდომილებები არის დამკვიდრებული პრაქტიკა. აქ არის ორი საკითხი: ერთი – ცალსახად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი გაკეთებული საქმის სწორედ მიტანა მოვახერხოთ მოსახლეობამდე, რათა აღქმები იყოს ადეკვატური. ეს არ არის მარტივი გამოწვევა, იცით რომ კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოში, არსებობენ ძალები, რომელებიც იქნებიან დაინტერესებული საწინააღმდეგოში; მეორე – NDI კვლევებში ცდომილება ძალიან ბევრჯერ და ძალიან ხშირად დამტკიცდა. წინა წლებშიც, მათი შეფასებები არ გამართლდა რეალურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ „ენდიაი“ არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, ვფიქრობ, ბოლო წლებში ცდომილებები არის დამკვიდრებული პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, ამ სუბიექტურ ფაქტორზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”.
ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
NDI -ის კვლევა 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხული იყო 2131 პირი. ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია.