“თიბისის” ბანკისა და საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩვნების დროს, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მოუწია.
მისივე თქმით, საქართველოში რევანში უნდა დამთავრდეს.
„მინდა გითხრათ, რომ ჩემს განცხადებებში ვარ გულწრფელი. მზად ვარ ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც გადამიდგამს, საზოგადოებას პასუხი ჩავაბარო. ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ეს არ იყო განცხადება, რომელიც ძალიან მიხაროდა. იმ სიტუაციიდან გამომდინარე ამ განცხადების გაკეთება მომიწია. იმის გამო, რომ დეპოზიტარების, ჩვენი დამფინანსებლების უცხოეთიდან, ჩვენი კლიენტების, ჩვენი გუნდის მდგომარეობა იყო საფრთხის წინაშე, ამიტომ ჩემს თავზე ავიღე ეს, თუმცა აქვე მინდა განვმარტო, რომ მე არ მომიწოდებია რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ. მე მოვუწოდე და ახლაც ყველას მოვუწოდებ, რომ რევანში საქართველოში უნდა დამთავრდეს. არჩევნები შეიძლება მოიგო, მაგრამ არჩევნები, რომ შემდეგ ვიღაც ციხეში ჩასვა, იგივე პროკურატურით , იგივე სასამართლო, რომელიც ხელიდან ხელში გადადის და არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში, დაუშვებელია,“ – აცხადებს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ საპრეზიდენტო არჩვნების მეორე ტურის წინ განაცხადა, რომ რევანშის დრო არ არის.