“ანუ რა გვითხრა პრეზიდენტმა:
– უფლებამოსილების განხორციელებას ჯეროვნად ვერ ვახერხებ ამიტომ თვითშეზღუდვაში ვიქნებიო;
– უფრო გასაგებად კონსტიტუციით მინიჭებული ერთადერთი რეალური უფლების გამოყენებაზე უარს ამბობს, იმიტომ რომ არ იცის როგორ გაართვას თავი;
– ამასობაში, ის იცის რომ არ იცის, მაგრამ რჩევის კითხვა არც კი მოსდის აზრად და შეწყალების კომისიაზე არც ერთი სიტყვა. რად უნდა, ჯერ ეგონა თავად იყო ბრძენი, ახლა რისხვაში მოჰყვა და საერთოდ გაებუტა კონსტიტუციას;
– კიდევ ის გავიგეთ, რომ მედიას კრიტიკის კალენდარი დაუდგინა, გარეთ რომ ვარ ქვეყანას წარმოვადგენ, მე არა ვარ მეო და ამიტომ აჟიოტაჟებს მოეშვითო;
– და შინ რომ არის მაშინ ვის წარმოადგენს ნეტავ, რა გონია?
#ორმოზდარვა”.
თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი