შსს-მ ქურდობის ბრალდებით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ყოფილი თანამშრომელი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია, რომ „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახში არსებული სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას, მოპარული თანხა სრულად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.