მთავარი საზოგადოება ციტატა

“როცა მოგდევენ გაგინებენ და გლანძღავენ, რატომ ვარ ვალდებული მოვითმინო” – კვიციანი

“ვინმე მეტყვის რა არის თმენის ვალდებულება? თმენის ვალდებულება გასაგებია როცა გაკრიტიკებენ, მაგრამ რომ მოგდევენ და გაგინებენ, გლანძღავენ, რატომ ვარ ვალდებული მოვითმინო.

15 წელი ვიბრძოდი სწორედ იმ რუსეთთან და არ დავანებე არც ერთი გოჯი მიწა ჩვენი ტერიტორიებისა. ორ საათში ჩააბარეს ტერიტორიები და ესენი უნდა მიყვიროდნენ აგენტს და რუსეთუმეს? თქვენ ხართ უმრავლესობაში და თქვენ მოგეკითხებათ უფრო მეტად.

მაქვს ასეთი წინადადება, ვისაც ღირსება შეგვრჩა, კიდევ ერთი ასეთი გამოხტომები და გავიდეთ ყველა ერთად, აღვკვეთოთ ის უბედურება, რასაც სჩადიან, რითაც ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა დააკნინონ და გაანადგურონ. მადლობა მინდა გადავუხადო იმ კოლეგებს, რომლებმაც სწორად შეაფასეს ჩემზე თავდასხმა”

ემზარ კვიციანი – “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი

 განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას

შეგახსენებთ, რომ  8 სექტემბერს, კვიციანმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

იტვირთბა....