ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს” – NDI

NDI-ის კვლევის თანახმად, 18-დან 39 წლამდე გამოკითხული მოსახლეობის 27% აცხადებს, რომ ჩართულია საპენსიო პროგრამაში. ამავე ასაკობრივი კატეგორიის 71 % კი აცხადებს, რომ ჩართული არ არის სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში. 40-დან ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის მოსახლეობის 8% აცხადებს, რომ ჩართულია საპენსიო სისტემაში, ხოლო 90% აცხადებს რომ – არა.

კითხვაზე, გჯერათ თუ არა რომ, როდესაც პენსიაზე გახვალთ შეძლებთ დაგროვილი თანხით სარგებლობას -საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 30%-ს სჯერა; 57%-ს არ სჯერა, ხოლო 13 %-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

დღეს,  სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ NDI-ის კვლევის შედეგების პრეზენტაცია მიმდინარეობს. კვლევის საველე სამუშაოები 13- დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით. NDI ხუთშაბათს კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას გეგმავს.

იტვირთბა....