ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI-ის გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორტონი აცხადებს, ეს ბოლო ათი წლის მანძილზე, აღნიშნულ საკითხზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30 % თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 18% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

დღეს NDI-მ საზოგადოების განწყობის მორიგი კვლევის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა.

გამოკითხვა 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2132 ადამიანი.

საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.

იტვირთბა....