aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარს კომუნალური გადასახადებისთვის თანხა არ გააჩნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოსახლეობის ნახევარს კომუნალური გადასახადების გადასახდელად თანხა არ ჰქონია – ამის შესახებ ინფორმაცია NDI-მ გამოაქვეყნა.

კითხვაზე, ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, რომ არ გქონდათ საკმარისი თანხა კომუნალური გადასახადების დასაფარად, 48% პასუხობს რომ ჰქონია, ხოლო 51 % ამბობს, რომ – არა. მხოლოდ 1%-მა არ იცის პასუხი კითხვაზე.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ NDI-ის კვლევის შედეგების პრეზენტაცია მიმდინარეობს. კვლევის საველე სამუშაოები 13- დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.

კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით. NDI ხუთშაბათს კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას გეგმავს.

იტვირთბა....