ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. „ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

გიგა ბოკერიამ სოფიო ქაცარავას რამდენჯერმე დაუსვა კითხვა, უჭერს თუ არა მხარს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს, როდესაც კლავენ საქართველოს მოქალაქეებს.

თავის მხრივ, სოფიო ქაცარავამ ბოკერიას უპასუხა, რომ ანტისაოკუპაციო მიმართულებით მთავრობა ისედაც ბევრს აკეთებს და ამისთვის „ევროპული საქართველოს” ყიჟინა და კარნახი არ სჭირდებათ.

„ეს არის თქვენი დღის წესრიგი, რომ არასდროს არ მოისმინოთ, რა პოზიცია გვაქვს ჩვენ. ჩვენი ქვეყნისთვის დღეს მთავარია სტაბილურობა და უსაფრთხოება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ძალიან მაღალ დონეზე იდგეს. ამაზე თქვენი კარნახი და ყიჟინა არ გვჭირდება. გავიგეთ თქვენი დესტრუქციული ამოცანა რაც არის. ჩვენი ამოცანაა, თქვენს დესტრუქციულ ძალას არ გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა,”- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

იტვირთბა....