aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცემის შედეგად თბილისში, კაცი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიციამ, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 1994 წელს დაბადებული პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1994 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში, ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....