ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჯანდაცვა

ნიუ-იორკის შტატში ელექტროსიგარეტებს კრძალავენ

ნიუ-იორკის შტატში ელექტროსიგარეტები იკრძალება. როგორც შტატის გუბერნატორმა ენდიურ კიომომ საკუთარ ტვიტერზე დაწერა ახალი აქტის მიხედვით აკრძალვა ძალაში დღეიდან შევა.

“დღეს, ძალაში შევა საგანგებო აღმასრულებელი აქტი არომატული ელექტროსიგარეტების გაყიდვის აკრძალვის შესახებ”, – წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ არომატული ელექტროსიგარეტების გაყიდვა მიჩიგანის შტატშიც აიკრძალა.

რამდენიმე ხნის წინ, ილინოისის შტატში საავადმყოფოში გარდაიცვალა მამაკაცი, რომლის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ელექტროსიგარეტი ყოფილიყო.

ჯერჯერობით ოფიციალური უწყებები მტკიცებით ფორმაშუი ვერ ამბობენ, რომ დაავადებების გამომწვევი მიზეზი ელექტრონული სიგარეტია, თუმცა სერიოზული საუბრები მიდის იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს სპეციალური სითხე, რომელიც გამოიყენება ელექტორნულ სიგარეტში.

 

იტვირთბა....