სუროგოციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლების პროტესტი, იუსტიციის სახლში გრძელდება. ისინი უკვე მეორე თვეა დაბადების მოწმობების მიღებას ელოდებიან. როგორც მშობლებმა “მეტრონომს” განუცხადეს, შექმნილი შეზღუდვის გამო, ისინი ვერც ქვეყანას ტოვებენ და ვერც ჯანმრთელობის დაზღვევას იღებენ.
საპროტესტო აქცია იუსტიციის სახლთან რამდენიმე დღის წინ დაიწყო და როგორც ირკვევა, ისინი დაბადების მოწმობების აღებამდე გაჩერებას არ აპირებენ.
„იუსტიციის სახლში“ ბავშვის დაბადების მოწმობის ასაღებად მისულ მშობლებს, რომლებსაც ბავშვები ხელოვნური განაყოფირების და სუროგატის დახმარებით გაუჩნდათ, თვენახევარია პრობლემები ექმნებათ. ერთი კვირაა დაიწყო დაბადების მოწმობების გაცემა, თუმცა, როგორც „მეტრონომს“ აუხსნეს, აღნიშნული საბუთი, ჯერ მხოლოდ მმართველ პარტიასთან დაახლოებული კლინიკების პაციენტებზე გასცეს, შემდეგ კი დანარჩენი კლინიკის პაციენტების მშობლების ნაწილზე, დანარჩენები კი კვლავ უშედეგოდ ითხოვენ დაბადების მოწმობების მიღებას.
თამთა ქარქაშაძე, იუსტიციის სახლიდან