ახალი ამბები მთავარი სამართალი

IDFI – 2019 წელს (იანვარი-ივლისი) დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა

ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, 2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში 38 748 დანაშაული დარეგისტრირდა, რაც 17,23% ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

როგორც IDFI გვამცნობის, 2019 წელს ასევე, უარყოფითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 4%-ით გაუარესდა. შესაბამისად, თანაბარი მეთოდოლოგიის და აღრიცხვიანობის პირობებშიც დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებლები შემცირებას.

“2018 და 2019 წლების განვლილ წლებთან შედარება, მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს წინა წლებში დანაშაულის რეგისტრირებული მაჩვენებელი, რამდენად განპირობებული იყო მხოლოდ მეთოდოლოგიურად არაეფექტიან აღრიცხვასთან და არ იყო კავშირში სასურველი შედეგის მიღების მიზნით სტატისტიკის ფალსიფიკაციასთან. მაგალითად, 2019 წლის მხოლოდ 7 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა უკვე აღემატება 2014-2017 წლებში მთელი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს. ხოლო, შესაბამის პერიოდებთან (საწყისი 7 თვე) შედარებით 2019 წელს აღრიცხული მაჩვენებლები დაახლოებით გაორმაგებულია. ასევე, აღრიცხვიანობის სისტემის შეცვლამ როგორც ჩანს მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გახსნის მაჩვენებლების სიზუსტეზე. მაგალითად 2017 წლის 7 თვეში გახსნის მაჩვენებელი 53,82%-ს შეადგენდა, რაც 2019 წელს 32,28%-მდე არის შემცირებული”.- ვკითხულობთ IDFI-ს კვლევაში.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: 2019 წელს (იანვარი-ივლისი) დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა

იტვირთბა....