მთავარი სოციალური ქსელი

ამ ქვეყნის ევრო-ინტეგრაციისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ – ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში საქართველოში ნატო-ს გარშემო ბოლოდროინდელ დისკუსიას ეხმაურება.

“დღის ბოლოს პირველად მოვიცალე ფბ-ში შემოსახედად და აღმოვაჩინე უცნაური აჟიოტაჟი ჩემი განცხადების გარშემო, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, ანუ მთელი ჩვენი ტერიტორიით უნდა გახდეს ნატოს წევრი. ასევე, რომ ქვეყნის მთავარი მიზანია, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ ორივე მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზები პარტნიორებთან ერთად უნდა ვეძებოთ.

ახლა ვზივარ და ვფიქრობ, შოკისმომგვრელი ამ განცხადების რომელი ნაწილია და განსაკუთრებით ის ხალხი რატომ ილანძღება ოკუპაციას რომ ებრძვის.

ამ ქვეყნის ევრო-ინტეგრაციისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ და თავისუფალი დრო თუ ბევრი გაქვთ, პრობლემები სადაც მართლა არის იქეთ მიმართეთ ენერგია.

თუ უსაგნო ლანძღვა გგვრით სიამოვნებას, არც ეგაა პრობლემა, შეგიძლიათ გააგრძელოთ”, – წერს ჩუგოშვილი.

იტვირთბა....