დედაქალაქის მერ კახა კალაძესა და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, იდ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს, სხდომის დასრულების შემდეგ, ხაბეიშვილმა კალაძეს დერეფანში ჰკითხა – რატომ ეშინია კითხვების.
ხაბეიშვილის განცხადებით, მას სურდა მერისთვის სხდომაზე ეკითხა, რატომ გამოიყო თანხა ბიუჯეტიდან მთავრობის სხდომათა დარბაზის გასარემონტებლად მაშინ, როდესაც ქალაქში ინფრასტრუქტურული პრობლემებია.
„ბატონო კახი, 153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებაში რატომ იხდით? გორგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ, ნორმალურია? ბოდიში მოუხადეთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ გაყვლიფეთ ბიუჯეტი“, – მიმართა ხაბეიშვილმა კალაძეს.
რის შემდეგაც, თბილისის მერმა ოპოზიციონერ დეპუტატს მთავრობის წევრებისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
„სანამ მთავრობის თითოეულ წევრს ბოდიშს არ მოუხდით, ვერ შემოხვალთ მთავრობის სხდომაზე და იქნებით სულ ასეთი გაფარჩაკებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ ბოდიში თავად უნდა მოუხადოს თბილისელებს.