“იცით თუ არა, რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში 500-ლარზე ნაკლები ხელფასი?”, – ამ შეკითხვით დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გუშინ, 8 სექტემბერს, პარლამენტში მიმართა.
ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, ქვეყანაში არა უმუშევრობის, არამედ დაბალი ხელფასების პრობლემაა.
“იცით თუ არა რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში 500-ლარზე ნაკლები ხელფასი? თუ არ იცით, მე გეტყვით 229 ათას ადამიანს! თქვენ რომ საუბრობთ უმუშევრობაზე, თუ 500 ლარზე ნაკლების აქვს ადამიანს – ექნება თუ არა მას მოტივაცია, რომ დასაქმდეს, იმიტომ, რომ მისი ხელფასი იქნება ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე მისთვის საჭირო საარსებო მინიმუმი. უმუშევრობის პრობლემა კი არ არის ქვეყანაში, ხელფასების პრობლემაა ქვეყანაში. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოში უნდა იყოს მინიმალური ხელფასი?”,- ჰკითხა ბექა ნაცვლიშვილმა გიორგი გახარიას.