ახლადდაფუძნებული “მთავარი არხი” “სილქნეტის” მომხმარებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი – კერძოდ, მსურველებს შეეძლებათ, ახალ ტელევიზიას 281-ე არხზე უყურონ.
როგორც “მეტრონომს” “სილქნეტში” განუცხადეს, “მთავარი არხი” “კომედი არხის” ადგილას იმაუწყებლებს.
“მთავარი არხი” ჩვენთან მაშინვე ჩაირთვება, როგორც კი ეთერში გავა, 281-ე არხზე, “კომედი არხის” ადგილას”. – განუცხადეს “მეტრონომს” “სილქნეტში”.
შეგახსენებთ, “მთავარი არხის” დამფუძნებელი “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაა, ჟურნალისტების გუნდი კი ამავე არხის ყოფილი ჟურნალისტების დიდი ნაწილისგან დაკომპლექტდა.