“ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი იყო სერგი კაპანაძე ამ სავარძელში, როდესაც პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი გაიქცა, ეს ჩვეულებრივი ლუსტრაცია იყო.
“მეორე ნაწილმა უბრალოდ ჩაიგდო ხელში მიკროფონი და ჩვეულებრივად მანიპულირებდა საშუალებით პასუხის გაცემის. სიმართლე გითხრათ, მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი გავრილოვს ამ სავარძელში და სერგი კაპანაძეს შორის. ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი იყო სერგი კაპანაძე ამ სავარძელში, როდესაც პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდა. როდესაც ასეთი ფასეულობების მატარებელი ადამიანები გვიდგენენ სტანდარტს, სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ოკუპაციის, სამართლიანობის, ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია. როგორც მინიმუმ ეს არ არის „ევროპული საქართველო“, როგორც მინიმუმ ეს სხვა რაღაცაა. შესაბამისად, ჩვენ ამ ხალხს უნდა ვანახოთ ნამდვილი ევროპული ფასეულობები და პირველ რიგში უნდა ვიყოთ მომთხოვნები ჩვენი თავის წინაშე“, – განაცხადა გახარიამ”.