ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა იმ სიის შემადგენლობა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არის 5 კანდიდატი, რომლებიც ადრე პარლამენტში წარდგენილი სიიდან საკანონმდებლო ორგანომ ჩააგდო. მაგალითად, ერთ-ერთია იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.
გთავაზობთ 20-კაციან სიას:
ალანია თამარ (11 ხმა);
გაბინაშვილი მერაბ (11 ხმა);
გეწაძე შოთა (11 ხმა);
ერემაძე მირანდა ( 10 ხმა);
ვასაძე მამუკა (10 ხმა);
ვაჩაძე მაია (11 ხმა);
ზამბახიძე თამარ (11 ხმა);
თადუმაძე შალვა (10 ხმა);
თავაძე ზაზა (10 ხმა);
კაკაბაძე ვლადიმერ (10 ხმა);
მიქაბერიძე ლევან (10 ხმა);
მიქაუტაძე გიორგი (11 ხმა);
სილაგაძე პაატა (10 ხმა);
სხირტლაძე ნუგზარ (11 ხმა);
ფაფიაშვილი ლალი (11 ხმა);
ქადაგიძე ნინო (11 ხმა);
ქოჩიაშვილი ლაშა (10 ხმა);
ცინცაძე ქეთევან (10 ხმა);
წულაძე ალექსანდრე (10 ხმა);
ჯეირანაშვილი გოჩა (10 ხმა).
ამ სიიდან 5 კანდიდატი, რომლებიც თავდაპირველი, 10-კაციანი სიის წარდგენის დროს პარლამენტმა ჩააგდო, არიან: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, ნინო ქადაგიძე და პაატა სილაგაძე.
შეგახსენებთ, ზუსტად ეს 10-კაციანი სია გახდა თავის დროზე განხეთქილების მიზეზი “ქართულ ოცნებაში”, რის გამოც მაშინ, უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.