როგორც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, მათ ახალ არხს საინფორმაციო მაუწყებლობის ავტორიზაცია მიენიჭა.
“ლიცენზია მოდიფიცირებულია! „მთავარ არხს“ უკვე ოფიციალურად აქვს ახალი ამბების და პოლიტიკური თოქშოუების ტრანსლირების უფლება! 9-ში 9 საათზე ვიწყებთ! მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება!“ – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
“კომუნიკაციების კომისიამ შპს „მთავარ არხს“ სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად, საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა. კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა”. – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს გადაეცა, არხის აწ უკვე ყოფილმა გენდირექტორმა და ტელეკომპანიის გუნდის გარკვეყლმა ნაწილმა ახალი ტელეკომპანიის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთეს.