მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებას მხარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა დაუჭირა.
ოთხმა საპარლამენტო კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე ვახტანგ გომელაურს (შინაგან საქმეთა მინისტრი), თეა წულუკიანს (იუსტიციის მინისტრი), ირაკლი ღარიბაშვილს (თავდაცვის მინისტრი) და ქეთევან ციხელაშვილს (სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში) მოუსმინა.
დღესვე გაგრძელდება ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატების შესაბამისი პროფილის საპარლამენტო კომიტეტბში მოსმენა.