aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთაწმინდაზე ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სრულდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთაწმინდის რაიონში ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სრულდება. მოედნების კეთილმოწყობა სულხან-საბას და ჯამბულის ქუჩებზე, ასევე, ოქროყანაში, ბ და გ ზონებში მიმდინარეობს.

სპორტული სივრცეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეწყობა. სამი კომბინირებული, ხოლო ერთი საფეხბურთო მოედანი სრულიად ახალი ინვენტარით აღიჭურვება.

პროექტის ფარგლებში, განახლდა ტრიბუნები და დამონტაჟდა განათების ქსელი, იცვლება ხელოვნური საფარი. ოთხივე მოედნის რეაბილიტაციას შპს „კვადრელი“ ახორციელებს.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფინალურ ეტაპს მთაწმინდის გამგებელი, დავით კირკიტაძე, ინფრასტრუქტურის მიმართულებით კურატორ მოადგილესთან ერთად გაეცნო.

სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 320 ათასი ლარია გათვალისწინებული.

იტვირთბა....