ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ტერორისტული საფრთხე აღიკვეთა, ტერორისტებს ვერ იჭერთ, ბატონო ვახტანგ” – გოგიჩაიშვილი გომელაურს

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიმართა.

გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს გამოძიება ტერორიზმის საქმეზე, როდესაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქვეყანა ტერორისტულ საფრთხეს აარიდა.

„რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ჩანაწერები, ტელევიზიის საშუალებით და მერე პრემიერ-მინისტრმა დაიწყო და გააგრძელეს უმრავლესობის წევრებმა აბსოლუტურად ლეგიტიმურად, რომ ქვეყანა გადაარჩინეთ ძალიან დიდ ტერორისტულ საფრთხეს. თუ ტერორისტული საფრთხე აღიკვეთა, ვერ იჭერთ ტერორისტებს, ბატონო ვახტანგ? არის კონკრეტული შედეგი იმ ჩანაწერების, რა მოხდა და როგორ მოხდა? მიმდინარეობს გამოძიება? ვიცით, რომ რეალურად საფრთხე აღკვეთილია და ტერორისტები განეიტრალებულები არიან?“ – ჰკითხა გოგიჩაიშვილმა გომელაურს.

შეგახსენებთ, რომ დღეს , პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდისდატებს უსმენენ.

იტვირთბა....