განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მიხეილ ბატიაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2019 წლისთვის სკოლების 80% გადაფარული გვექნება მანდატურის სამსახურებით.
მისი თქმით, წელს დაემატება 130 სკოლა, სადაც მანდატურის სამსახური იფუნქციონირებს.
„2019 წელს დაემატება 130 სკოლა, სადაც უზრუნველვყოფთ მანდატურის სამსახურის ფუნქციონირებას. დღევანდელი მონაცემებით, სკოლების 80% გადაფარული გვექნება, სადაც მანდატურის სამსახური ფუნქციონირებს. ეს მომავალ წელსაც გასაგრძელებელი პროცესია. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელსაც დავამატებთ მანდატურებს დაახლოებით 130 სკოლაში და სკოლების 85% გვექნება გადაფარული. დანარჩენ სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახურები არ არის წარმოდგენილი, მოხვდა 550 სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვების უსაფრთხოებასა და მათ გადამზადებაზე,“ – განაცხადა ბატიაშვილმა.