“კაცს, რომელმაც ბავშვებს თვალები დათხარა აწინაურებენ, რადგან ივანიშვილმა გადაწყვიტა, ხელისუფლებაში დასარჩენად საჭიროა თანამდებობაზე დანიშნოს ოთხი პოლიციელი და დანიშნა. მიკვირს, განათლების მინისტრად ჯერჯერობით როგორ არ არის პოლიციელი დანიშნული, მაგრამ ალბათ, ამასაც გამოასწორებენ. ეს წარდგენა არის სირცხვილი საქართველოს პარლამენტის, სადაც იმუქრებიან, რომ უმრავლესობა ერთხმად დავუჭერთ მხარსო, ერთხმად წავლენ პოლიტიკურ საფლავში, ერთად დაიმარხავენ თავს. ეს ყველაფერი, კონფრონტაციის ეს გზა ნანახი გვაქვს, არამხოლდო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში”.
ლევან ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი