„პროცესები აჩვენებს, რომ ერთგვარი გაურკვევლობაა საპარლამენტო ოპოზიციაში. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, მეგობრულ რჩევას მივცემდი ყველა ჩვენს დეპუტატს ოპოზიციიდან, რომ ამ პროცესში[საკომიტეტო მოსმენები] მაქსიმალურად ჩაერთონ, თუმცა ეს არის მათი მისაღები გადაწყვეტილება. ევროპული ოპოზიცია არის ის ოპოზიცია, რომელიც მონაწილეობს განხილვაში და უწევს ოპონირებას სახელისუფლებო პარტიას. ეს არის ევროპული ოპოზიცია. თუ ვინმე თავის თავს არქმევს ევროპულ ოპოზიციას, ალბათ ის ჩართულიც უნდა იყოს ამ პროცესში, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა“.
არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე