“ის, რაც სამთავრობო ცვლილებების ფორმით მოხდა, სხვა არაფერია თუ არა ივანიშვილის მიერ საარჩევნო “ცივი ომის მთავრობის“ შექმნა. ეს არ არის მთავრობა, რომელიც მოწოდებული იქნება კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფაზე არჩევნებში, რომლის მთავარი დანიშნულება იქნება უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის იყოს სამართლიანი შეჯიბრი. ეს არის მთავრობა, რომელიც იმუშავებს მთლიანად ერთი პოლიტიკური ძალის წარმატებისთვის”.
დავით უსუფაშვილი, შენების მოძრაობის ლიდერი