“გუშინ ძალიან სავალალო მაგალითი იყო იმის, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციამ გამოიყენოს საშვების სისტემა, რათა ჩაშალოს, დესტრუქცია მოაწყოს და ყოვლად სამარცხვინო საქციელი ჩაიდინოს. ეს არ არის პარლამენტისთვის შესაფერისი ფორმატი. არასოდეს, არც ერთხელ ასეთი განხილვების დროს არ ჰქონიათ შეზღუდვა შემოსვლაზე ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია იქნებოდა თუ კონკრეტული პირი. ოპოზიციური შეძახილებიც კი ხშირად გაისმოდა პარლამენტში, მაგრამ ის, რაც გუშინ მოხდა, ადამიანებს, რომელსაც ხელიდან წაართვეს კეტი, რომელსაც თავში ურტყამდნენ თავის თანამოქალაქეებს, დღეს სასტვენი გაუხდათ ალტერნატიულ იარაღად. ეს დაუშვებელია, არ შეიძლება”.
გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი