„წინააღმდეგი ვარ იმ ადამიანების შეწყალების, რომელთაც ხელი აღმართეს პოლიციელზე, ბრალი მიუძღვით პოლიციელის მკვლელობაში ან პოლიციელის მიმართ ძალადობაში. პოლიციელის პროფესია არის ურთულესი, რომლის სრულად ანაზღაურება ხელფასით შეუძლებელია, ამიტომ მას სჭირდება საზოგადოებისგან დაფასება. ორი წელი ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს, იყო პოლიციელი და ზუსტად ვიცი, რას გრძნობს პოლიციელის ოჯახი, როდესაც რჩება ოჯახის წევრის გარეშე”.
არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატიმრები შეიწყალა, მათ შორის იყო, რამაზ დევაძეც, რომელიც სასჯელს 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა.