რატომ გაქვთ იმის განცდა რომ ანაკლიის პორტი არ აშენდება, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ანაკლიის პროექტის ირგვლილ განვითარებულ მოვლენებს.
“რატომ გაქვთ იმის განცდა რომ ანაკლიის პორტი არ აშენდება, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? მე გეტყვით ძალინ მშრალ ფაქტებს, დავიწყოთ თვითონ იდეით: ეს გახდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის იდეა. ვისი მხარდაჭერით მოხდა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ანკლიის პროქტის განხილვა? ამ მოლაპარალებების ნაწილი ჩვენმა გუნდმა წარმართა, მეც ვმონაწილეობდი ფინანსთა მინისტრობის პერიოდში. ოპიკთან მოლაპარალებები სწორედ მე დავიწყე,. ჩვენ გამოვისყიდეთ რამოდენიმე ათეული მილიონის მიწა და გადავეცით, რომ კონსორციუმმა შეასრულოს თავსი მოვალეობა, ავიღეთ ასეულობით მილიონობით ინვესტიციის ვალდებულება, რომ განვავითაროთ პორტი.
ძალიან ცუდია, რომ ცდილობენ შექმნან ისეთი ვითარება თითქოს მთავრობას არ სურს პროექტის განხორციელება. ეს არის სისულელე და დიდი ტყუილი. ვერ დაასახელებენ ერთ არგუნეტსაც კი რაშიც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ანაკლიიის კონსორციუმს.
საქართველოს აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.