საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, რომელიც ჟურნალისტებს ხვდება განაცხდა, რომ თანამდებობის დატოვებას ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე აპირებდა, რის შესახებაც მაშინ ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საბოლოო კონსულტაცია მმართველი პარტიის პოლიტიკურ გუნდთან გუშინ ჰქონდა.
„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამის შესახებ პირველი საუბარი მქონდა გაზაფხულის ბოლოს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან. ბუნებრივია, ეს საუბრები გრძელდებოდა. მე გუშინაც მქონდა საბოლოო კონსულტაცია ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება. ის საფუძველი და მიზნები, რაც იყო ჩემი ამ პოსტზე წარდგენისას, არის მიღწეული. სტრატეგიული განვითარების ჩარჩო არის შექმნილი და დანერგილი. ის მიზნები და ამოცანები, რომელიც მე მამოძრავებდა და ამ მიზნების მისაღწევად მომცა გუნდმა მანდატი და ნდობა, მიღწეულია“, – განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.