ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტელეკომპანია “კავკასია” ბახტაძესთან შეხვედრაზე არ მიიწვიეს

ტელეკომპანია “კავკასია” ექს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის საგანგებო ბრიფინგზე არ მიიწვიეს. დღეს მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა და მედიასთან შეხვედრა 15:00 საათზე დაგეგმა.

როგორც “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მედიასაშუალებებს შორის “კავკასია” ვერ მოხვდა.

ჯანგირაშვილის თქმით პრემიერის პრეს სამსახურში განაცხდაეს, რომ შეხვედრაზე მხოლოდ ეროვნული ტელემაუწყებელია მიწვეულია.

“ჩვენი ფუმფულა ბიჭის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე თოქშოუების წამყვანებთან არ მიიწვიეს კავკასია. ვერ მოგატყუებთ, რომ ცარიელ ადგილთან შეკითხვები გვქონდა და ძალიან გვეწყინა, მაგრამ მაინც დავინტერესდით, რატომ არ მიიწვიეს კავკასია. ჩვენო ეროვნულ მაუწყებლებს ვიწვევთო. მეტ კვალიფიკაციას არც მოველოდი მთავრობისგან და მათი პიარისგან, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ: კავკასია არის ეროვნული ტელემაუწყებელი საქართველოს კანონმდებლობის და კომუნიკაციების კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით. ახლა თქვენ სად აგიხსნათ, რომ ეროვნული ტელემაუწყებელი ერთ კონკრეტულ მულტიპლექსში ჩართვას არ ნიშნავს და ციფრულ საუკუნეში საქართველო შესაძლოა რამდენიმე მულტიპლექსით, თანამგზავრით და სხვადასხვა საშუალებებით დაფარო. ისე თუ გეპატარავებით თვალში ან უბრალოდ არ მოგწონვართ პირდაპირ თქვით, ან რამე სხვა მიზეზი მოიფიქრეთ სამომავლოდ” – წერს ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელე. ეპს-პრემიერის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა 15:00 საათზე იწყება.

 

იტვირთბა....