ხვალ, 3 სექტემბერს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, ვინ იქნება წარდგენილი პრემიერის პოსტზე.
„არის ასეთი მოსაზრება, მე ვერ ვიტყოდი, რომ უსაფუძვლო მოსაზრებაა, თუმცა შს სამინისტროსთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. საერთოდ, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება განცხადება ხვალ დილას, პოლიტსაბჭო შეიკრიბება, შემდეგ უმრავლესობის სხდომაზე იქნება დამატებითი განხილვა. შედეგი ჯერ წინასწარ არ არის არც განსაცხადებელი და არც საფუძველი გვაქვს , რომ 100 % -იანი სიზუსტით ყველაფერზე ვილაპარაკოთ, განხილვები მიმდინარეობს და ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი”,- აცხადებს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელე.