ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამხრეთ კაროლინას შტატში ევაკუაცია გამოცხადდა

სამხრეთ კაროლინას შტატის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფრომაციის თანახმად,  შტატში ევაკუაცია გამოცხადდა.

გუბერნატორმა ჰენრი მაკმასტერმა ბრძანებულება ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოსალოდნელ ქარიშხალ „დორიანთან“ დაკავშირებით გამოსცა.

ევაკუაცია ორშაბათს, 2 სექტემბერს დაიწყება და 800 ათასზე მეტ ადამიანს შეეხება.
ასევე, ყველა ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული არ არის, მუშაობას შეწყვეტს.

ადრე, ქარიშხალმა “დორიანმა” ბაჰამის კუნძულების სანაპიროზე მიაღწია, ქარის სიჩქარე საათში 300 კილომეტრს უახლოვდებოდა. სტიქიის შედეგად დაიტბორა ქუჩები, ქარმა სახლების სახურავები დააზიანა.

31 აგვისტოს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში ქარიშხან „დორიანის“ გამო, საგანგებო რეჟიმის დაწესების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

ქარიშხლის დაკვირვების ეროვნული ცენტრი პროგნოზირებს, რომ ქარიშხალი 2 სექტემბერს, ფლორიდის სანაპიროს მიუახლოვდება. „დორიანს“ საშიშროების მიხედვით მესამე კატეგორია მიანიჭეს (სულ ხუთი კატეგორიაა).

ქარიშხლის გამო, დონალდ ტრამპმა პოლონეთში ვიზიტი გააუქმა, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იგეგმებოდა. ტრამპის თქმით, მისთვის ქარიშხლის დროს აშშ-ში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.
ჯორჯიის შტატში გუბერნატორმა ბრაიან კემპმა 12 ოლქში 30 აგვისტოს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

იტვირთბა....