დღეს, 14:00 საათზე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 96-ე შეხვედრა გაიმართება.
ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაგეგმილი შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იქნება. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრაზე სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება. როგორც ქართული მხარე აცხადებს, ბლოკპოსტი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზეა და მისი დაშლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ბოლო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ გადადგამდნენ ისეთ ნაბიჯებს რაც ვითარების ესკლაციას გამოიწვევს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.