საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატი ბიძინა გეგიძე უმრავლესობიდან გარიცხეს. გეგიძისათვის უმრავლესობის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა უმრავლესობამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
ბიძინა გეგიძე ფრაქციას “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ის პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრია.