ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რომის პაპი ლიფტში გაიჭედა და საკვირაო მიმართვაზე დააგვიანა

საგენტო „როიტერის” ინფორმაციით, რომის პაპი ლიფტში გაიჭედა და საკვირაო მიმართვაზე დააგვიანა.

გავრცელებული ცნობით, პონტიფიკოსი 25 წუთის განმვალობაში იყო გაჭედილი ლიფტში და მისი გამოყვანა მეხანძრეებმა შეძლეს.

ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ ვატიკანში ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები იყო, რის გამოც ის ნახევარი საათი ლიფტში იყო გაჭედილი.

ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს მოუწოდა, მის მაშველ მეხანძრეებს აპლოდისმენტებით მიესალმონ.

იტვირთბა....