ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს 18:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

დღეს, “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

სხდომა 18:00 საათზე ჩაინიშნა, რომელსაც სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

უმრავლესობის სხდომის შესახებ 30 აგვისტოს კომენტარი გააკეთა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ. მისი თქმით, სხდომაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.

„საშემოდგომო სესიიდან არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი უნდა დაიძრას, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები, მოსამართლეების არჩევა, საარჩევნო ცვლილებები და ა.შ. ველოდები, რომ უმრავლესობის სხდომაზე ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, მოსალოდნელია, თუ არა სამთავრობო ცვლილებები, ნინო გოგუაძემ განაცხადა, რომ სამთავრობო ცვლილებების საკითხი უმრავლესობის შიგნით ჯერ არ განხილულა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხიც განიხილონ.

იტვირთბა....