ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთავარია, რომ ამ დროისთვის სოფელ ჩორჩანასთან ვითარება არის მშვიდი და სტაბილური” – ხულორდავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ხულორდავამ სოფელ ჩორჩანასთან გავიტარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ დროისთვის ვითარება არის მშვიდი და სტაბილური

მისი თქმით, უმთავრესია, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს საფრთხე არ შეექმნათ.

„ჩვენთვის უმთავრესია, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, არც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს და არც ოკუპირებულ მხარეს დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ შეექმნათ. შესაბამისად, ყველაფერი კეთდება და გაკეთდება მომავალშიც, რომ არ მოხდეს თავისთავად ფეთქებადი და ძალიან საფრთხილო სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა და უფრო დიდ დაპირისპირებაში გადაზრდა“, – განაცხადა დეპუტატმა.

როგორც მან აღნიშნა, ამისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

„ის ტერიტორია, სადაც ქართველი სამართალდამცველები არიან განლაგებული, არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი. ისინი ადგილზე რჩებიან და, რა თქმა უნდა, დარჩებიან. ეს პოზიცია არ შეიცვლება. ჩვენი პოზიცია არის ფრთხილი, მაგრამ ამავე დროს ძალიან პრინციპული“, – განაცხადა დეპუტატმა.

იტვირთბა....