დღეს, ქობულეთში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან კონდიციონერი ჩავარდა და ტროტუარზე ქვეითად მიმავალ მამაკაცს დაეცა.
დაშავებული თავის არეში ჭრილობებითა და ტვინის შერყევით, კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. არსებული ინფორმაციით, ჩავარდნამდე კონდიციონერის დემონტაჟს სპეციალისტი ცდილობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 240-მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.