საქართველოს ცალკეულ რაიონებში 1-ელ სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსამდე იქნება, ზღვისპირეთში 26-28 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 25-27 გრადუსია მოსალოდნელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს.
რაც შეეხება დედაქალაქს, პირველ სექტემბერს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
2-3 სექტემბერს კი, სინოპტიკოსების პროგნოზით, უმეტეს რაიონში, ხანმოკლე წვიმა-ელჭექით არის ნავარაუდევი. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსი იქნება.