ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეშფოთებულები ვართ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაძაბულობის ესკალაციის გამო, რომელიც ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობამ გამოიწვია” – რუსეთის საგარეო უწყება

სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოთქვამენ სერიოზულ შეშფოთებას  საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაძაბულობის ესკალაციის გამო, რომელიც სამხრეთ ოსეთის სოფელ წნელისთან ახლოს, ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობამ გამოიწვია

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ეს პროვოკაციული ქმედებები განხორციელებულია იმ ფონზე, როდესაც თბილისმა არაერთგზის თქვა უარის ცხინვალის წინადადებაზე, დაიწყოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე მოლაპარაკებები“.

„ამ ვითარებაში სამხრეთ ოსეთი ცდილობს შექმნას უსაფრთხოების პირობები მოსახლეობისთვის, რაც არის მათი სუვერენული უფლება, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი.ბოლო თვეებში თბილისი მიზანმიმართულად ამძაფრებდა დაძაბულობას საზღვარზე პროვოკაციული აქციებით და პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიით, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და გააგრძელონ სადავო საკითხების კონსტრუქციულ რეჟიმში განხილვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....